LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვთხოვთ ხელისუფლებას, გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ”

426
94306429-1843119519155224-9151119880798339072-n

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ანნა ონიანია.

ასევე ცნობილია, რომ გოგონა კონსერვატორიაში აბარებდა და ვოკალის მიმართულებით, მან უმაღლესი შეფასება უკვე დაიმსახურა.

ანნას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში მის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გოგონას შრომა წყალში ეყრება. მიხეილ ქურასბედიანი ასევე მიმართავს ხელისუფლებას, იქნებ მისცენ მას შესაძლებლობა წელსვე გახდეს სტუდენტი.

მიხეილ ქურასბედნიანის მიმართვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ანნას გარშემო ათასობით ადამიანი გაერთიანდა.

“გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი. მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. #MXARDACHERAANAONIANS Anna Oniani ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!”-წერს მიხეილ ქურასბედიანი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას თანადგომას სთხოვს.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3985086494865905&id=100000937827916

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები