LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ” – Cavea

332
pjimage

კინოთეატრების ქსელი Cavea განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწეოდებს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე დასასწრებად დაგეგმილზე ადრე მივიდნენ.

“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია,მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე,სწორედ ამიტომ

ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები,ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად”

შეგახსენებთ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა დღეს  8 ნომერბერს შედგება. ქართული მარშის ლიდერები აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებაზე მაყურებლებს არ შეუშვებენ და სირცხვილიას კორიდორს გააკეთებენ. ფილმის პრემიერის ჩაშლას აანონსებს ლევან ვასაძეც და აბობს, რომ ფილმის ჩვენებას გათიშავს.

შსს განცხადებით, საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ჩვენების დროს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

ვინც ამ ფილმის სანახავად წავა, მის თვისებებს შეიძენს – სასულიერო პირები ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვებთ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები