LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვთვლი, რომ მესამე კლასელმაც შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს პირბადე, მას სჭირდება მეთვალყურეობა, სკოლამდე მშობლის, სკოლაში სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლის – თემურ მიქელაძე

146
miqeladze202112

პედიატრმა თემურ მიქელაძე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში სწავლის სასკოლო ოთახებში განახლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა ერთნაირად ევალება როგორც მშობელს, ასევე სკოლის ადმინისტრაციას. ასევე, მნიშვნელოვანია, პირბადის ტარება სწორად, რათა მან ბავშვის ვირუსისგან დაცვა შეძლოს.

„საფრთხე არ არის, რა თქმა უნდა. ეს უკვე ყველასთვის ნაცნობია. როდესაც ვიზიტზე მოდის ბავშვი, ორი წლის ბავშვსაც უკეთია პირბადე. გვაქვს ეპიდემია, პანდემიაა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს შეზღუდვები და შეზღუდვებისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედებები ბავშვებზე, უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ გვექნება პირბადის 95 %-იანი ტარება, არ გვექნება ასეთი ჩაკეტვები. მე ვთვლი, რომ მესამე კლასელმაც შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს პირბადე. აუცილებლად მას სჭირდება მეთვალყურეობა, სკოლამდე მშობლის, სკოლაში სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლის.

პირბადის ტარება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მთავარია, პირბადე ჰქონდეს სწორად გამოყენებული ბავშვს. არ უნდა მოიხსნას, არ უნდა დაბინძურდეს, მოხსნის შემდეგ უნდა გამოიცვალოს. კლასში როდესაც არის 30-40 ბავშვი, ეს არის საკმაოდ ძნელი სამართავი. გარდა პირბადისა, აუცილებელია ნაკადების მართვა. სასურველია, რომ ასეთი კლასები გაიყოს ორად. ოცმა ბავშვმა იაროს ერთ დღეს, ოცმა მეორე დღეს. რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. სკოლას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, –  ცხადებს პედიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები