LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას – პატრიარქი

saralidze_patriarqi

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

წირვას შვილმკვადრი მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ზიარების შემდეგ, უწმინდესმა ის ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს,“ – განაცხადა პატრიარქმა.

„უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები