LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარ კახი კავსაძეს – ბიძინა ივანიშვილი

479
Capture

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს და ცნობილ ქართველ მსახიობს კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი წერს, სახალხო არტისტთან მას წლების მეგობრობა აკავშირებს.

“უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს – კახი კავსაძეს. მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია – კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს – კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები