LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუთხარი, მალე ჩემი ცოლი გახდები- მეთქი: წარმოშობით რუსი მეუღლე და 90 -იან წლებში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის ცხოვრება შეცვალა

60723
წარმოშობით

24 აპრილს ქართულმა საზოგადოება მორიგი მოულოდნელობის წინაშე დადგა. პარლამენტის თავმჯდომარემ,

არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.

მან ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლა. უმრავლესობამ კი მის ნაცვლად კახა კუჭავა წარადგინა.

შევეცადეთ, პარლმენტის ახალი თავმჯდომარის შესახებ ინფორმაცია მოგვეძიებინა, რაც ამ დროისთვის ქართულ მედიაშია გავრცელებული.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კახა კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს.

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ.

ასევე, გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის „კორპორაციული მართვის“ გამომცემელთა საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

გადაცემა “სთორიში” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ მისი და მისი მეუღლის
სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როცა პირველად ნახა, თუმცა მალევე მივლინებაში წავიდა და მასთან განშორება მოუწია. მასთან განშორებამ კი მისი კიდევ ნახვის იმედი დაუტოვა.

„ლიზა 2007 წელს გავიცანი, წარმოშობით რუსია, გავიცანი ზაფხულში, ერთადერთხელ ვნახე, ერთ საღამოს, მამამისი საქართველოშია გაზრდილი, სკოლა აქ აქვს დამთავრებული, ძალიან ახლოს არის საქართელოსთან. საქართელოში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ მე მომიწია მივლინებაში წასვლა, დამრჩა უკმაყოფილების გრძნობა და თითქოს რაღაც იმედი, რომ ხვალ და ზეგ ისევ ვნახავდი“, – ამბობს კუჭავა.

კუჭავა ამბობს, რომ დაახლოებით ერთ წელში მომავალი მეუღლე ისევ ნახა, ოღონდ ამჯერად მეგობრის ქორწილში, სადაც თამადა იყო.

„დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა მისი დაქალი მოიყვანა ცოლად და ისე დაემთხვა, რომ მე ვიყავი ამ ქორწილში თამადა. ყველაფერი კარგად წავიდა და მახოვს გავეხუმრე კიდეც, შენ მალე ჩემი ცოლი გახდები-მეთქი. გაეცინა, მაგრამ საბოლოო ჯამში 6 თვეში ჩემი მეუღლე გახდა”, – ამბობს კახა კუჭავა.

ამავე გადაცემაში კუჭავამ  90-იანებში მის სამეგობროში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

„ისეთი ფაქტია, არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ… ეს არ იყო ჩხუბი, შემთხვევით მოხდა. ჩემი მეგობარი სახლიდან გამოდიოდა, სულ სხვა ადამიანს ელოდებოდა მკვლელი, ეს შერჩა ხელში და პირდაპირ ესროლა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ორი კვირით ადრე, თითქოს გული უგრძნობდა. რამდენიმე მეგობარი გვნახა, ნასვამი იყო, სიყვარული აგვიხსნა, თუ როგორ გვაფასებდა, როგორ უნდოდა, უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენთან, გვითხრა, რომ ცოლი მოყავდა მალე… მერე ორ კვირაში გავიგეთ ასეთი ამბავი”. – იხსენებს კუჭავა.

“ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა“ – ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები