LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუთხარი, რომ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატეა – ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა (ვიდეო)

237
pjimage890

“ქართული ოცნების” დეპუტატის ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულ, ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

“ანრი ოხანაშვილს მივმართე გუშინ, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე. ამის გამო დარეკა პოლიციაში, დღეს დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით პატიმრობა”, – აცხადებს რობაქიძე.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ რობაქიძეს 3 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხაზარაძე ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სცემა, "ლელოს" წევრია

ოხანაშვილს ბაკურიანში ვახტანგ რობაქიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მისთვის უცნობმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” წევრია, 2012-2017 წლებში კი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები