LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვწუხვარ რომ ამ ყველაფრის გავლა უწევს ჩემს ოჯახს” -ზვიად დევდარიანი ბრალდებებს პასუხობს:

74

ზვიად დევდარიანმა, რომელსაც ქალთა მოძრაობა სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, “ლიბერალს” გამოქვეყნებული ისტორიის საპასუხო წერილი მიაწოდა.

წერილი, რომელიც რედაქციამ დღეს მიიღო ზვიად დევდარიანისგან, ეხება ფაქტს, რომელიც როგორც რესპოდენტები ამბობენ 2 წლის წინ მოხდა. ქალი დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი კი ღია წერილში, ამავე ამბის სხვა ვერსიას ყვება.

ის ამბობს, რომ ორგანიზაციაში რომელშიც ის მუშაობს ადამიანები ყოველთვის კონკურსის წესით აყავთ და ინდივიდუალური გასაუბრების ცნება არ არსებობს რადგან ყველაფერი ჯგუფურად ხდება.

“ჩვენ სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი მისი ინიციატივით და ამ გაცნობას და მიმოწერა არაფორმალური ხასიათი ჰქონდა; “

ზვიად დევდარიანი თავის წერილში ადასტურებს რომ  უკეთ გაცნობის მიზნით მართლაც დაიბარა ოფისში. დევდარიანი წერს რომ ამ დროს მის ორგანიზაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა.

“ვისაუბრეთ დაახლოებით 40 წუთი, ყოველგვარი ჩარაზვების გარეშე, როგორც ამას აჟღერებ. ოფისში ისედაც მარტო ვიყავით” – წერს დევდარიანი და ფიზიკური კონტაქტის მცდელობას უარყოფს.

“როგორც კი დავასრულეთ საუბარი, რადგან ისედაც სახლში მივდიოდი, შემოგთავაზე სახლამდე ჩემი მანქანით მიყვანა, რაზეც დამთანხმდი. მიგიყვანე სახლამდე და მშვიდად დავემშვიდობეთ ერთმანეთს (და არა „როგორღაც თავი დამაღწიე“, როგორც ეს შენს ამბავში წერია);

რაც დავშორდით, კიდევ ერთი მესიჯი მოგწერე, რაზეც მიპასუხე, რომ ჩემთან ფორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა გსურდა, რაც ჩემთვის სრულიად ნათელი სიგნალი იყო და ამის შემდეგ, არცერთი ზარი და შეტყობინება, არანაირი ფორმით არ განმიხორციელებია (რაზეც შენს ამბავში არაფერია ნათქვამი).” – წერს დევდარიანი.

დევდარიანის წერილის მეორე ნაწილი ქალთა მოძრაობას შეეხება.

“სამარცხვინოა, ქალთა მოძრაობის  წევრების მხრიდან ჩემი როგორც დამნაშავის და მოძალადის წარმოჩენა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით. გაუგებარია ქალთა მოძრაობის მთავარი მიზანი რატომ უნდა იყოს ჩემი – როგორც ქალთა მოძრაობა მიწოდებს „გავლენიანი“ კაცის (როგორც თავად მიწოდებთ), რეპუტაციის განადგურება;

სამარცხვინოა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ შემთხვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საკუთარი საინფორმაციო არხების ჩართვით, ჩემი როგორც სამოქალაქო აქტივისტის განადგურება;

სამარცხვინოა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დაივიწყეს ჟურნალისტური ეთიკა და მინი სამსჯავროებად აქციეს  საკუთარი გამოცემები;

სამარცხვინოა, რომ ადამიანები რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ, მიცინოდნენ, მემეგობრებოდნენ, დღეს ამბობენ რომ 3 წელია იციან „ეს ამბები“ და დღეს დროშით ხელში ჯვაროსნულ ომს მიცხადებენ სოციალურ ქსელში მიმოწერის გამო.

მადლობა  ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებსა და პარტნიორებს, რომლებიც ახლა ძალიან მჭირდებიან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ და თანადგომას მიცხადებენ.

მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც არ დაივიწყეს პროფესიონალიზმი და სწორედ ამით იხელმძღვანელეს ამ კამპანიის გაშუქებისას.

ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას!

და ბოლოს,

ვწუხვარ რომ ამ ყველაფრის გავლა უწევს ჩემს ოჯახს, ჩემს თეონას, ჩემს სოლომონს (11 წლის), ჩემს დანიელს (9 წლის) ჩემს ანასტასიას (5 თვის, რომელიც 2 დღე არ მინახავს, იმიტომ რომ მრცხვენია, რომ მის მამის ირგვლივ ეს ყველაფერი ტრიალებს). მე გავცემ ამ ყველაფერს პასუხს და დავბრუნდები.

და თქვენ, ვისაც კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი, თქვით, გამოდით და დავასრულოთ ეს შანტაჟი და განუკითხაობა. მე არ ვაპირებ თქვენთან ბრძოლას იმ მეთოდებით, როგორც თქვენ მებრძვით. მე არ ვაპირებ პირადი მიმოწერისა და სხვა დეტალების გასაჯაროობას. სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

16 მარტს სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. გუშინ კი ქალთა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს ომბუდსმენის მიერ მაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატს ზვიად დევდარიანს. ქალთა მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დევდარიანი მხილებულია ქალთა სექსუალური შევიწროებაში და ასეთი ათამდე შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები