LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის საკრებულოს წევრს გახარიას პარტიიდან, გელა აბულაძეს, პატიმრობა შეეფარდა

76
Untitled design (1)

წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატს, პარტია “საქართველოსთვის” წევრს გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი დეპუტატი გელა აბულაძე დააკავა

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 9 პირს გირაოს გადახდა შეეფარდათ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია, ის ბრალს არ აღიარებს და რომ აბულაძის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოეყენებინათ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

წალენჯიხაში გახარიას პარტიის წევრს და კიდევ 9 პირს, 400 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლებისთვის ბრალი წარედგინა

ფოტო: IPN