მართალია, ჰოვარდ შვარცმა მხოლოდ ხანგრძლივი თხოვნის შემდეგ დაითანხმა ,,სტარბაქსის” პრეზიდენტი სამსახურში მიღებაზე, მაგრამ სწრაფად მიაღწია წარმატებას, 1980-იანი წლების ბოლოს კი, საკუთარი კაფეების ქსელი Il Giornale შექმნა. 2006 წელს შვარცი ამერიკის 400 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მოხვდა, მოგვიანებით კი, გაზეთისგან USAToday  „ყავის ბილ გეიტსი“ ტიტული შეიძინა.

fortuna.ge გთავაზობთ ჰოვარდ შვარცის ცნობილ ფრაზებს:

თუ ამბობ, რომ არასდროს გქონია წარმატების შანსი, იქნებ შანსი მრავლად გქონდა, მაგრამ შენ ვერ შეძელი მათი გამოყენება.

მართალია, აეროდინამიკის თვალსაზრისით პეპელა საერთოდ არ უნდა დაფრინავდეს,  მაგრამ თვიოთონ არაფერი იცის და სწორედ ამიტომ დაფრინავს.

წარუმატებლობა ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს მოულოდნელი, მაგრამ წარმატება მხოლოდ მას პოულობს, ვინც მასზე მუდმივად ფიქრობს.

შეძენილი გამოცდილება ყოველთვის ახალი გამოწვევისთვის გამზადებს, თუმცა არასდროს იცი, რა გამოცდილებას შეგძენს მისი დაძლევა.

საზოგადოებრივი აზრის ეჭვქვეშ დაყენება, ნაკლებად სახარბიელო ვითარებაში სასურველი მიზნის მიღწევა – სწორედ ესაა ნამდვილი სიამოვნება.

ინოვაციის შესაქმნელად არა მხოლოდ დაუღალავი მუშაობაა საჭირო, არამედ ახლებურად აზროვნება.

ძალიან ცოტას შეუძლია კარიერული ზრდასთან ერთად თავმდაბლობის შენარჩუნება, არადა, მთავარი სწორედ მოკრძალება და სხვათა პატივისცემაა.

თუ წარმატებულ წამოწყებას წააწყდი, დარწმუნებული იყავი, რომ თავის დროზე ვიღაცამ ძალიან გამბედავი ნაბიჯი გადადგა.

საუკეთესო ჯილდო – ფინიშის ხაზის გამარჯვებულებთან ერთად გადაკვეთაა.

ბრწყინვალე შედეგის მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა შენი გონება საზოგადოდ დადგენილ ნორმებს არ სცნობს.

ბრბოს მიერ გავრცელებული რეკლამა ბევრად ეფექტურია, ვიდრე პროფესიონალების მიერ კარგად შეფუთული ნაწარმი.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05