LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წარმოუდგენელი იყო, ასე ძალიან თუ გადარდებდათ ჩემი თავი” – სალომე ღვინიაშვილი თმის გადაპარსვაზე ვიდეოს ავრცელებს

30787
BeFunky-collage (11)

მოდელმა და ტელეწამყვანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საუცხოო იმიჯი მოირგო, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

სალომე ღვინიაშვილი ამბობს, რომ თმა არ გადაუპარსავს და ეს უბრალო გრიმი იყო.

„გადავწყვიტე რომ დაგენახოთ, იმიტომ რომ ჩემმა თმამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო, ასე ძალიან თუ გადარდებდათ ჩემი თავი.

ეს იყო გადაღებისთვის გრიმი, რომელიც არაჩვეულებრივად შეასრულეს გიგა ბაგრატიონმა და სოფო მაჭავარიანმა. მათ დიდი მადლობა! ჩემი თმა ადგილზეა და ყველაფერი კარგად არის!“,- ამბობს სალომე.

 

სკანდალური ფოტოსესია მოდელმა ერთი დღის წინ გადაიღო. მან რამდენიმე ვიდეო წარწერით „ჩემი ინსპირაცია“ გააზიარა და ვიდეოებზე მეუღლე, ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი მონიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები