LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავიკითხე საფუძველს მოკლებული შეფასება – ტურისტის ნასახი არაა საქართველოშიო – მარიამ ქვრივიშვილი ტუროპერატორებს პასუხობს

53
211298347-4178447632244864-3151872652551316338-n

ეკონომიკის მინისტრის მოადგოლე იმ ტუროპერატორებს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში ტურიტების სიმცირე შეინიშნება.

„წავიკითხე საფუძველს მოკლებული „შეფასება” – ტურისტის ნასახი არაა საქართველოშიო. მოდით ვისაუბროთ ციფრებით, ფაქტებით და ვიამაყოთ იმ შედეგებით, რაც მოკლე ვადაში, კერძო სექტორთან ერთად, ტურიზმის აღდგენის და გაძლიერების კუთხით შევძელით კოვიდის რეალობაში“, – ამბობს ქვრივიშვილი.

მისივე განმარტებით, მთავარი ახლა ვაქცინაციაა იმისთვის, რომ ეს აღდგენის და გაძლიერების ტემპი იყოს მდგრადი და სტაბილური.

„ტურიზმის სექტორს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა აქვს, ამიტომ, ინდუსტრიის გაძლიერებისთვის უმჯობესია რეალურ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ვიმსჯელოთ“, – დასძენს ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები