LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ონლაინ ხმის მიცემის პროცესი სრულდება

153
ონლაინ ხმის მიცემის პროცესი სრულდება

პარასკევს, 13 ნოემბერს, 00:00 საათზე ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს ონლაინ ხმის მიცემის პროცესი სრულდება. იმისთვის, რომ შეძლოთ თქვენი ფავორიტი მონაწილის მხარდაჭერა, საჭიროა ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს (https://cabinet.wtgawards.com/vote), შეარჩიოთ სასურველი ნომინანტი და მისცეთ ხმა.

აუდიტორიის მხარდაჭერა Welcome to Georgia-ს მონაწილეებს ხელს შეუწყობს გამარჯვებაში, რადგან ისინი გამოვლინდებიან ონლაინ ხმის მიცემის პროცესისა და პროექტის ჟიურის წევრების შეფასების დაჯამების საფუძვლზე, 40/60 პროცენტული თანაფარდობით. 2020 წელს პროექტს 16 ჟიურის წევრი ჰყავს, როლებიც არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები მრავალწლიანი გამოცდილებით და სწორედ საკუთარი კომპეტენციის საფუძველზე შეაფასებენ კონკრეტულ ნომინაციებს. 2020 წელს ჟიურის წევრები არიან: მაია სიდამონიძე, თამარა არჩუაძე, ანდრია ბასილაია, დალი ცატავა, მედეა ჯანიაშვილი, მაია წერეთელი, ნიკა მანჯგალაძე, ილია ოქრომელიძე, შალვა ხეცურიანი, ალექსანდრე ონოფრიშვილი, ია თაბაგარი, აკო ახალაია, მამუკა სააკაშვილი, ნატალია ბახტაზე, ვალერიან მჭედლიძე, გიორგი ჩოგოვაძე.

„ხშირად მისვამენ შეკითხვას, რატომ ტარდება ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის დაჯილდოება, როდესაც მისი წარმომადგენლები უკიდურესად კრიზისული ვითარების წინაშე არიან. ზუსტად ამიტომ! სწორედ ასეთი კრიზისული ვითარების ფონზე, არ შემიძლია გაჩერება და ვფიქრობ, წლევანდელი დაჯილდოება იქნება წყარო მოტივაციისა და ენთუზიაზმის ახალი ძალებით, იდეებითა და სტრატეგიით შევეგებოთ 2021 წელს. ინდუსტრიის მოტივირება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2020 წელს,“- აცხადებს პროექტის დამფუძნებელი მარინა ჩაიკა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, BDO საქართველო, ალდაგი, Hotel Contract Georgia, Design City, Art Concept  PKF, Domson’s Engineering, Julius Meinl, Zigie.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები