LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ხაშურს 13 კმ-იანი შემოვლითი გზა ექნება (ფოტოები)

184
96387274-3703248949749179-882598547919208448-o

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაურიჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულებას და შრომის უსაფრთხოების პირობებს, პერიოდულად საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.

ამ დროისთვის, სამუშაოები მეორე ლოტის 1,9 კმიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, ამ მონაკვეთზე შენდება 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ცნობისთვის, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე, წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები