LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის რიტუალი არ ჩატარდება

153
ნათლისღება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ცნობით, ნათლისღების დღესასწაული წელს პანდემიის გამო, განსხვავებულად აღინიშნება. აჭარაში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის რიტუალი არ ჩატარდება.

მათივე ცნობით, სადღესასწაულო მსახურება 19 იანვარს დილით 09:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლის ტრადიცია ბათუმში, მეუფე დიმიტრის ინიციატივით დამკვიდრდა და რამდენიმე წელი სრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღეს ნათლობა იმართება და ასევე ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა – წყალკურთხევა ხდება, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს უფლება აქვს,  “განწმედილი” წყალი სახლში წაიღოს და მიზნობრივად გამოიყენოს.

ცნობისთვის, ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები