LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს რუსეთის ტურისტულ ბაზარზე რეკლამირებისთვის 1 ლარიც არ დახარჯულა

97
cms-image-000019326

2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2013-2019 წლებში რუსეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიაზე დანახარჯი 13 მილიონი ლარი იყო.

“ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. 2013-2019 წლების პერიოდში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა. რუსეთის ბაზარზე კი -13 მილიონი ლარი, რაც ჯამური დანახარჯის მხოლოდ 18.6% პროცენტს შეადგენს,”-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კეთდებოდა უწყების მხრიდან განცხადებები, რომ მარკეტინგული დანახარჯები ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებზე გაიწეოდა.

„საქართველო არის ევროპული ქვეყანა, თავისუფალი ხალხით და ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობით და უსაფრთხო გარემოთი – ეს არის პოზიცია, რომელსაც ამკვიდრებდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა. როდესაც ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ გამოიღო შედეგი, ჩვენ აღარ გვიწარმოებია მარკეტინგული კამპანია რუსეთში. აქედან გამომდინარე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ჩვენი კერძო სექტორი აღარ საჭიროებდა ჩვენს დახმარებას აღნიშნულ ტურისტულ ბაზარზე და ჩვენგან დამოუკიდებლადაც განაგრძობდა წარმატებულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე აქვს ნულოვანი დანახარჯი”, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები