LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს სვანეთში კიდევ ერთი საბაგირო გაიხსნება

275

წელს სვანეთში კიდევ ერთი საბაგირო ამოქმედდება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიიის ხელმძღვანელი ამბობს, მესტია-ჰაწვალის საბაგირო მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება.

სანდრო ონოფრიშვილის თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ”საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი,  მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის ფირმის, რომლის სიგრძეც 1200 მეტრს შეადგენს. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთასა და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს”, – აღნიშნა ონოფრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დამატებითი ინფრასტრუქტურა მესტიის 4 სეზონიან კურორტად გადაქცევას ემსახურება.

ამასთან, როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიიის ხელმძღვანელი აცხადებს, წელს ზამთრის კურორტებზე ტურისტების დიდ ნაკადს ელიან და ამაზე წინასწარი ჯავშნები მოწმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები