LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა

City-bus-Isuzu-City-bus

თბილისში მიმდინარე წლის განმავლობაში 220 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ვიცე მერი, ირაკლი ხმალაძე ავრცელებს.

ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მიწვეულია.

„ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი „ისუზუს“ მარკის ავტობუსი. დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია. საერთო ღირებულებაა 69 მილიონ ლარამდე. მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს,“ – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე მერის განმარტებით, პირველი სატენდერო წინადადება იმიტომ ჩავარდა, რომ შეთავაზებული ავტობუსები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები