LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერო, კომბოსტო თუ სიმართლე – რა და როგორ უნდა ვუთხრათ პატარებს

1237
depositphotos_128783606-stock-video-plastic-stork-and-a-baby

დღეს პატარებს რთულად თუ დააჯერებთ, რომ წერომ მოიყვანა ან კობოსტოში იპოვნეს, შესაბამისად სერიოზული პასუხის მოსასმენად მშობლებს ადრეულ ასაკში მიმართავენ.

საიდან გავჩნდი? რატომ განსხვავდება გოგოსა და ბიჭის სასქესო ორგანოები? რა არის სექსი და რატომ კოცნიან დიდები ერთმანეთს ტუჩებში? რა არის ჰიგიენური საფენი და რატომ სჭირდებათ დიდებსაც „პამპერსი“ – ამ და სხვა მსგავსი შინაარსის კითხვები ალბათ ყველა მშობელს ადრე თუ გვიან მოუსმენია. ამ კითხვებზე პასუხი არაერთგვაროვანია, მშობლის ფანტაზის, შეხედულებების, ღირებულებების, განათლებისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. თუმცა, როგორ არის სწორი სინამდვილეში და როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს თუ საიდან, როგორ და რატომ გაჩნდა? რა სიტყვები, ფრაზები უნდა გამოიყენოს მშობელმა ამის ახსნისას, რომ ბავშვის ინტერესიც დააკმაყოფილოს და არც მის ფსიქიკას მიაყენოს ზიანი?

 

ამ კითხვებზე მშობლების მიდგომები არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს სიმართლე, მისი ასაკის შესაბამისად.

„ცუდი გამოცდილება მქონდა დედასგან, რომელსაც სულ ერიდებოდა და კარგა ხანს ვიცოდი კომბოსტოდან ვიყავი ამომძვრალი. მერე თანდათან გადავაწყდი პრობლემებს, ყველამ იცოდა ინტიმური ნიუანსები ჩემ გარდა. გარდატეხის ასაკშიც დუმდა დედაჩემი და მომიწია ჩემით მომეძიებინა ინფორმაცია. ამ ცუდი გამოცდილების გამო ჩემს უმცროს დაზე მე ავიღე პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ასევე გავაკეთებ შვილებზე. ფილმებიდან ლოგიკური კითხვები უჩნდებოდა ჯერ კოცნაზე, შემდეგ, რომ წამოიზარდა, სექსზეც. არც მიფიქრია რამის მოგონება. ყველაფერი ისე ავუხსენი როგორც არის, უბრალოდ შესაფერისი სიტყვებით. არ ვსაუბრობ 3-4 წლის ბავშვზე. რომელ კლასში იყო არ მახსოვს, იკითხა სექსი რა არისო. ვკითხე იცოდა თუ არა რა იყო სასქესო ორგანო, დაახლოებით იცოდა და ვუთხარი, რომ აი ამ ორ სასქესო ორგანოს კავშირი არის სექსი და ვთხოვე, ეს სიტყვა დაუფიქრებლად არ ეხმარა“, – წერს მომხარებელი სოციალურ ქსელში, დედების ერთ-ერთ ჯგუფში.

ეს კი კიდევ ერთი მომხმარებლის მოსაზრებაა: „სამი წლისაა ჩემი ბიჭი და როცა მსგავსი კითხვა დამისვა, არც მიფიქრია წერო და კომბოსტო მეხსენებინა. ვუთხარი, რომ ღმერთმა დედიკოს მუცელში ჩაასკუპა პატარა წერტილი, ის წერტილი გაიზარდა, ბავშვს დაემსგავსა და გაჩნდა. ექიმებიც მიეხმარნენ დედიკოს. მერე თვითონ გადაწყვიტა, რომ ლურჯი წერტილი მე ვიქნებოდიო და ჩემი დაიკო ვარდისფერიო“.

 

საიდან ჩნდება ბავშვი?

ის, რომ შეკითხვა უხერხული კითხვების კატეგორიაში გადის, ეს არასწორია. მშობელი და შვილი ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოყალიბდნენ გარკვეულ საკითხებზე ღიად საუბარზე, რადგან პირველადი ინფორმაცია შვილმა სწორედ მშობლისგან უნდა მიიღოს. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს ასაკის შესაბამისი და ამომწურავი, რადგან ბავშვი არ ეცადოს და შემდეგ ეს ინფორმაცია თანატოლებისგან, მასავით საკითხის არცმცოდნე ან ნაწილობრივ მცოდნე პატარებისგან არ მიიღოს, ხშირად დამახინჯებულად.

წეროსა და კომბოსტოს ვერსია დღევანდელ ბავშვებთან ძალიან უსუსურად გამოიყურება. 7 და 10 წლის ბავშვის მოტყუება კი არც გამოგივათ და არც არის სასურველი. ამას ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას ბავშვთა ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი.

„არანაირი ტყუილი, ასეთ დროს განვითარდება უნდობლობა. აღარ დაიჯერებს, დედა მატყუებს, განაზოგადებს ამას და ზოგადად იტყვის, რომ ატყუებს. არ უნდა ვუთხრათ ტყუილი. საიდან გავჩნდი და მსგავსი კითხვების დასმის დროს მშობლები უხერხულ მდგომარეობაში  ვარდებიან და ძალიან ბევრს აქვს წერო და კომბოსტო მომარჯვებული. ამ დროს  ბავშვებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ეს მშობლებს ჰგონიათ. უფრო მეტს ფლობენ ქვეცნობიერად, არაცნობიერად თუ ცნობიერად. თუ მათ შესწრებული აქვთ მშობლებზე თვალი, აგრესიად აღიქვამენ მამისგან დედაზე. ამიტომ სჯობს ყოველთვის ბავშვს ასაკის ადექვატურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დედისა და მამის სიყვარულით, მათი ერთად ცხოვრებით, შეიძლება ასევე „ღმერთი აძლევს“, მაგრამ ეს არის სასიყვარულო ურთიერთობა და ამით იბადებიან ბავშვები. განსხვავებული სქესის ადამიანები ურთიერთობენ თავისთვის ჩაკეტილ სივრცეში და აქედან მუცელში ჩაისახება ბავშვი, რომელიც იზრდება დედის მუცელში და შემდეგ დაიბადება. რა თქმა უნდა, მათ სექსუალურ აქტზე ვერ მოვუყვებით, მაგრამ  აუცილებელია, რომ დედისა და  მამის ურთიერთობა, რომ ესენი არიან განსხვავებული სქესის ადამიანები და მათ შორის ხდება ეს“, – აღნიშნა ვერიკო გოჯიაშვილმა.

ის ასევე ამბობს, თუ სასქესო ორგანოების განსხვავებაზე წამოვიდა კითხვები, აქაც არ უნდა შეგვეშინდეს და ამის დახმარებით ავუხსნათ თუ საიდან გაჩნდა ბავშვი.

თუ ბავშვისგან წამოვიდა კითხვები და მართლა სასქესო ორგანოებზე იკითხა, უნდა ვუთხრათ, რომ გოგო და ბიჭი ამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იმ განსხვავებულობას  მოაქვს, რომ გოგონები აჩენენ შვილს და ბიჭები არ აჩენენ, მაგრამ სწორედ ამ ორგანოთი მონაწილეობს ბიჭი ბავშვები რომ დაიბადნონ. უნდა ვუთხრათ, რომ მხოლოდ ძალიან როცა უყვართ ერთმანეთი და როცა ისინი მზად არიან, რომ დედა და მამა გახდნენ. ასაკთან ერთად გაიზრდება ინფორმაცია. უბრალოდ სასურველია არ მოხდეს ამ ინფორმაციის მიღება სადღაც ქუჩაში, იგივე ინტერნეტში, ტელევიზიით, სჯობს ბავშვმა ეს მიიღოს თბილად და ტკბილად თავისი მშობლებისგან. შეიძლება მშობელმა უთხრას ასევე, რომ ბავშვი ორნაირად იბადება, როცა დედის მუცელს ჭრიან და როცა არ ჭრიან, თუმცა ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეს, რომ დედის მუცლიდან იბადება და არა წეროსგან“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

პასუხი კითხვაზე რა არის სექსი?

ამ კითხვაზე პასუხიც ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით უნდა იყოს სწორად მიწოდებული ბავშვთან.

ეს არის ქალისა და მამაკაცის დაფარული ურთიერთობა, რომელსაც აქვს თავისი ასაკი და ხდება ორ ადამიანს შორის, როცა მათ ერთმანეთი უყვართ. იგივე რატომ კოცნიან ტუჩებში დიდები? – ამაზე უნდა ვუპასუხოთ, რომ ეს არის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება. ყველა ადამიანი არ კოცნის ერთმანეთს, ძმები, დები არ კოცნიან ერთმანეთს. სულ უნდა ვიმეოროთ, როცა ორ ადამიანს უყვარდება ერთმანეთი და ამას სჭირდება შესაბამისი ასაკი. ბავშვი იბადება, როცა ორ განსხვავებული სქესის ადამიანს ძალიან შეუყვარდება ერთმანეთი და ამასაც სჭირდება ასაკი. უნდა ვუთხრათ, რომ ის ვერ გაზრდის ბავშვს, ვერ წაიყვანს სკოლაში და ა.შ. პატარაა და ამას სჭირდება ასაკი. შეგვიძლია ეს ყველაფერი ზღაპრის ფორმითაც ავხსნათ. ანიმას და ანიმოსს შეუყვარდებათ ერთმანეთი, ისინი სიზმარში გაერთიანდებიან და მერე ჩნდება ბავშვი. ძილში ხდება ამ ადამიანების გაერთიანება და ამის შემდეგ ღმერთი გვაძლევს ბავშვს. უბრალოდ ამას სჭირდება ასაკი“, – განმარტა ვერიკო გოჯიაშვილმა.

 

როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ზოგადად ინტერნეტში მრავლად შევხვდებით ვიდეოებს, სადაც სკოლის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა ახსნილი, ანიმაციით და მათთვის გასაგებ ენაზე. ასევე, არსებობს წიგნი, რომელიც სწორედ ამ „მისიით“ პატარა ცნობისმოყვარეებისთვის შეიქმნა. „სიმართლე ბავშვის გაჩენის შესახებ“ დანიელ მწერალს, პედაგოგსა და ფსიქოლოგს პერ ჰოლმ კრუდეშის ეკუთვნის. თუმცა, აქ მთავარია ერთი წესი გვახსოვდეს. ბავშვი არ უნდა მოვატყუოთ, რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს მის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. მთავარია, ბავშვს მშობლებთან ინტიმურ თემაზე საუბრის არ რცხვენოდეს.

 

ილუსტრაციები წიგნიდან:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები