წეროვანის დასახლებასთან ხანძარია. ცეცხლი უკიდია დასახლების მიმდებარე საძოვრებს. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის.
ტერიტორიზე ძლიერი დაკვამლინებაა. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. არც ის არის ცნობილი თუ რა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი. ქვეყნის მასშტაბით ხანძრის რამდენიმე კერაა.