LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წესების დაცვით, ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ” – ბიძინა კულუმბეგოვი

2205
hzkicudj-1

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, წესების მკაცრი დაცვით შეზღუდვების შემსუბუქება კორონავირუსის სტატისტიკას დრამატულად არ შეცვლის.

კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვითარება სტაბილურია, ადამიანებს უნდა მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.

„ჯერჯერობით სტაბილურია სიტუაცია და ამიტომ, წესების დაცვით, რასაც მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც გაართვეს თავი, ალბათ, ადამიანებს სამსახური, გადაადგილების უფლება და ა.შ. უნდა მივცეთ.

ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები - ბიძინა კულუმბეგოვი

ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

მესმის, რომ ძალიან რთულია და ამან შეიძლება, ეპიდემიას დაარტყას, მაგრამ წესრიგს თუ დავიცავთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, არ გამოიწვევს დრამატულად ციფრების გაზრდას.

სახელმწიფომ ამიტომ სერიოზული კონტროლი უნდა დააწესოს, გახსნის შემთხვევაში უნდა იყოს უკლებლივ დაჯარიმება, დახურვა იმწუთში. ბევრ სარესტორნო სივრცეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, ვიდრე რესტორანს დაჯავშნი, უნდა მიხვიდე ნახევარი საათით ადრე, სწრაფი ტესტის პასუხს უნდა დაელოდო გარეთ. თუ ხარ უარყოფითი, მერე გიშვებენ რესტორანში. ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა. სახელმწიფოს ხელებში არ უყურებენ და არ არიან ხელშემყურე, მხოლოდ ქვეყანა რას მოიფიქრებს.

თვითონაც უნდა იყვნენ მოტივირებული, რაც უფრო მეტი იქნება ინფექციის კონტროლი მათ დაწესებულებებში, გადარჩებიან დიდი ხანი და არავითარი პრობლემა არ იქნება, არ შეექმნება მათ დახურვის საფრთხე“,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საბედნიეროდ, კორონავირუსის პიკმა გადაიარა – თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები