LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა ხელისუფლებამ სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოგვიყვანა – მაკა ჩიჩუა

370
მაკა 2

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” იმ სისასტიკისკენ მიდის, რასაც თავის დროზე ხალხმა უარი უთხრა. როგორც მაკა ჩიჩუამ ტელეკომპანია “პირველის”ეთერში განაცხადა, მიუხედავად ყველაფრისა, ის წინა ხელისუფლების პროგრესს აფასებს და აღნიშნავს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყანა სიბნელიდან გამოიყვანა.  

მაკა ჩიჩუა: ამ ხელისუფლების პირობებში მეგონა შეგვეძლო მშვიდად გვესუნთქა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ "რეაქციაში" სტუმრობისას პოლიტიკურ კლიპზე ისაუბრა, რომელითაც მან საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა

„არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე და ცხოვრებაში პირველად, 2012 წელს “ქართულ ოცნებას” მივეცი ხმა. და დიდი სიხარულით მივეცი ხმა, რომ იმის მერე რაც გამოვიარეთ, ეს იქნებოდა ხელისუფლება რომელიც ამას რაღაცნაირად დაარბილებდადააბალანსებდა და გამოვიდოდით მძიმე მდგომარეობიდან. მიუხედავდ იმისა, რომ აბსოლუტურად ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრესს, როგორ მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში. სიბნელიდან რომ გამოვედით ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი? იმ საოცარი ეკონომიკური კრიზისიდან რომ გამოგვიყვანა წინა ხელისუფლებამ, ესეც ხომ აღსანიშნავია? მე ყოველთვის მინდა ობიექტური ვიყო, არასდროს მიკერძოებული არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. ყოველთვის მინდოდა ეს მომერგო, აღმენიშნა, მაგრამ რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი. მე იმ სისასტიკეს დავუპირისპირდი და ამიტომ მივეცი “ოცნებას” ხმა. ზუსტად იგივე პროცესისკენ რომ მივდივართ, აი ეს მადარდებს. მე უკვე დავიწყე ამ პარალელების გავლება”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2146848638939908/?epa=SEARCH_BOX

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები