LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შიმშილის მაჩვენებელი გაუარესდა

1144
12459375745-59f83701fe-b-2-e1541682011378

საქართველომ შიმშილის გლობალურ ინდექსში (GHI) 177 სახელმწიფოს შორის 39-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანამ 9,2 ქულა მოიპოვა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

მეზობელ ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელი აქვთ: სომხეთი 30-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 29-ე ადგილზეა, რუსეთი 22-ე, ხოლო თურქეთი ამ მონაცემებში საუკეთესო 17 ქვეყანაში შედის.

აკა სინჯიკაშვილი: „ძალიან ბევრი ადამიანია შიმშილის ზღვარზე უკვე...“

ძალიან ბევრი ადამიანია შიმშილის ზღვარზე უკვე. აი, ჩემი ტელეფონი საერთოდ აღარ ჩერდება, უბრალოდ, საჭმელს ითხოვენ ადამიანები, გესმით?.

ანგარიშის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე სერიოზული ან საგანგაშოა. რეიტინგში ბოლო 177-ე ადგილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას უკავია. ქვეყანას რაც უფრო მაღალი ინდექსი აქვს, სახელმწიფოში მით უფრო მწვავე ვითარებაა. აქვე აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის ნულოვანი შიმშილის დონის მისაღწევად მსოფლიოს გრძელი გზა აქვს გასავლელი.

შიმშილის ინდექსის მიზანია გლობალური პრობლემების ფართომასშტაბიანი შესწავლა, შიმშილის პრობლემისადმი ყურადღების დონის ამაღლება, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

შიმშილი, უპირველესადაა სახელმწიფოს მოსაგვარებელი და ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა - ნათია ფანჯიკიძე

როგორც ყველაზე ფუნდამენტური - შიმშილი და უსაფრთხოების დარღვევა - შიმშილი, უპირველესადაა სახელმწიფოს მოსაგვარებელი და ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა,

GHI ინდექსი, რომელიც გლობალურ შიმშილს ზომავს და ადგენს, არასამთავრობო ორგანიზაციების Concern Worldwide და Welthungerhilfe მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება. შეფასებები სამეტაპიანი პროცესის გამოყენებით გამოითვლება, რომელიც სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ხელმისაწვდომ მონაცემებს ეყრდნობა. შიმშილობის ინდექსის თვლა 4 კრიტერიუმით ხდება, ეს არის არასაკმარისი კვება, ბავშვებში წონის ნაკლებობა, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2005 წელთან შედარებით 2019 წელს გაუმჯობესებულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ  2010 წელთან შედარებით გაუარესდა.

ოდესღაც თქვენც იცინოდით, ჩემსავით... თამო კეშელავა ჟურნალისტის შიმშილით გარდაცვალებაზე

ბოდიში, ქალბატობო ნანა, ბოდიში, რომ ვერ ავაშენეთ უკეთესი ქვეყანა... 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები