LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

72
B.R. Andazebi F Banner

10 დეკემბერს, 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში გამოავლინა:

• თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე

• კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი

• მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია

• მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე

• მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი

• სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური

• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე

• ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000-ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს, წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

„წინანდლის პრემია 2019“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კომპანია „ბადაგონის“, „ლიბერთი ბანკის”, კომპანია PSP-ს მხარდაჭერით. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“, გენერალური საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები