LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ყოველდღე, 3 ქალაქში 15 ამცრელ პუნქტშია შესაძლებელი: NCDC მისამართებს აქვეყნებს

77
1

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია საქართელოს 3 ქალაქში 15 ამცრელ პუნქტში ყოველდღე, 10:00-დან 20:00-მდეა შესაძლებელი. 

ინფორმაციას ვაქცინაციის აღნიშნული პუნქტების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) აქვეყნებს.

NCDC-ს ცნობით, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები თბილისის გარდა უკვე ბათუმსა და რუსთავშიც ხელმისაწვდომია. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. აღნიშნული ლოკაციებია:

თბილისი:

?  საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)

?  გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)

?  სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი)

?  სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)

?  ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)

?  მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)

?  რკინიგზის სადგური მიმდებარე ტერიტორია

?  ვარკეთილის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია

?  ახმეტელის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია

რუსთავი:

?  ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ)

?  მე-12 მკ/რნ, N24 – 23ე საშუალო სკოლის წინ

?  მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ

ბათუმი:

?  ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის მიმდებარე ტერიტორია

?  ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

?   ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორია

“აცრას შეძლებთ თქვენთვის სასურველი ვაქცინით. არ გადადო! აიცერი და დაიცავი საკუთარი თავი.” – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვაში.

პოპულალურები