LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წითელ ხიდზე” არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

80

„წითელ ხიდზე“ 7,916.3 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 54.89 გრამი) აღმოაჩინეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7,916.3 ლარის ოდენობით შეეფარდა,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები