LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი კვერცხი ხარ ბოკერია?! – კონფლიქტი პარლამენტში რუსეთთან ურთიერთობების განხილვაზე

154
Capture

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში ჩაერთო ადა ბარშანიაც.

კონფლიქტი კომიტეტის სხდომის დახურვის ინიციატივამ გამოიწვია. ბოკერია მოითხოვდა, რომ სხდომის მხოლოდ ის ნაწილი დახურულიყო, სადაც ზურაბ აბაშიძეს ღია ფორმატში კითხვებზე პასუხების გაცემა არ შეეძლო, დანარჩენი კი ღია ყოფილიყო, რადგან ქართულ საზოგადოებას ჰქონოდა ინფორმაცია, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ოფიციალური თბილისი მოსკოვთან.

დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრება იყო, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან კონსტრუქციულ ფორმატში ემსჯელათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. დაპირისპირების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილი კომისიის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გამოიყვანეს.

დაპირისპირებისას მარშანიამ გიგა ბოკერიასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„წითელი კვერცხი ხარ ბოკერია?! საერთოდ როგორ გიზით ეს ადამიანი აქ? კიდევ ლექციებს გვიკითხავს დემოკრატიაზე, ეს სადისტი ეს!,“ – განაცხადა მარშანიამ ბოკერიას მისამართით.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ მიიღეს. 8 დეპუტატმა სხდომის დახურვას დაუჭირა მხარი, ხოლო 4 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით გაიმართება: – ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, SGS, აბაშიძე – კარასინის ფორმატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები