LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის ანაფილაქსიური შოკი: ბიძინა კულუმბეგოვი

129
ბიძინა კულუმბეგოვი

„ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ, ვაქცინის ჩანაცვლება, მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე  სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. კულუმბეგოვის განმარტებით, ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა.

„მაგალითად თუ რეაქცია არის „ფაიზერზე,“ შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან „ასტრაზენეკა.“ თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ „ასტრაზენეკა“ ან „ფაიზერი,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ალერგოლოგმა განმარტა, წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება – ანაფილაქსიური შოკი.

კულუმბეგოვის თქმით, ჩვენებად არ განიხილება მომატებული ტემპერატურა ან სხვა რეაქციები. ასევე გამონაკლის შემთხვევად ითვლება „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, თრომბოემბოლიური გართულებაც, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა.

„ჩვენთან საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა, მაგრამ თუ „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე თრომბოემბოლიური გართულება მოხდა, რა თქმა უნდა, იგივე ვაქცინის დოზის ადმინისტრირება, აქაც ვერ მოხდება და განიხილება ალტერნატიული დოზა.

თრომბოემბოლიური გართულება არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე სულ 2-3 შემთხვევაა, რომელზეც საბოლოო დასკვნას ჩვენ დოკუმენტურად გავაფორმებთ და პაციენტებს და მათ მკურნალ ექიმებს გადავუგზავნით“, – განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდება, მეორედ სხვა ვაქცინის გაკეთებას შეძლებს: ივანე ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები