LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი პლანეტა გველის – გაიცანით 19 წლის ასტრონავტი, რომელიც მთელი ცხოვრება მარსზე გასამგზავრებლად ემზადება

168
marsnews

ალისა კარსონი თინეიჯერთა იმ მცირე ჯგუფის ნაწილია, რომლებიც ბავშვობიდან ასტრონავტობისათვის ემზადებოდნენ, მათი საბოლოო მიზანი კი მარსზე გამგზავრებაა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა, ალისა და მისი მეგობრები პირველი ადამიანები იქნებიან, რომლებიც წითელ პლანეტას ესტუმრებიან.

მარსზე გაფრენა ალისას ოცნება იყო 3 წლის ასაკიდან, როდესაც მან ერთ-ერთი სერიალის ეპიზოდი ნახა, სადაც ასტრონავტები მარსზე მიემგზავრებოდნენ. 5 წლის ასაკში იგი „ნასას“ პირველ კოსმოსურ ბანაკს ეწვია. 19 წლის კარსონი „ნასას“ ყველა კოსმოსურ ბანაკშია ნამყოფი, 16 წლის ასაკში კი „უმაღლესი კოსმოსური აკადემია“ დაამთავრა და ისტორიაში მისი ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებულიც გახდა.

ამ დროისათვის თინეიჯერი ასტრონავტი ფლორიდის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასტრობიოლოგიას სწავლობს და აგრძელებს მისიისათვის მზადებას. სოციალურ ქსელებში იგი NASA Blueberry-ის სახელითაა რეგისტრირებული.

„ნასა“ ადამიანის მარსზე გაშვებას 2030-იან წლებში გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები