LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air: ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ ბაზა ქუთაისში და მგზავრებს კვლავ დაბალი ფასი შევთავაზოთ

172
1a248822902e719b08e6882fe3700270-XL

Wizz Air-ს სურს, რომ საქართველოდან მაქსიმალურად მეტი რეისი შეასრულოს, ამასთან ავიაკომპანია გეგმავს, 2021 წლის ზაფხულში ქუთაისში ბაზა დააბრუნოს, თუმცა, ეს ყოველივე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პანდემიიდან გამომდინარე.

როგორც Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, საქართველოს მთავრობასთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები კვლავაც მიმდინარეობს.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი რეისი შევასრულოთ. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში დაწესებული რეგულაციების გამო, ფრენების ჩვეულ განრიგს ვერ ვუბრუნდებით. ვაპირებთ, საქართველოდან კატოვიცესა და დორტმუნდის მიმართულებით ფრენებს, ერთადერთი პრობლემა რომელიც შეიძლება შეგვექმნას, პოლონეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებია, რომლის გამოც, შესაძლოა, ფრენის უფლება არ მოგვცენ. კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ვცდილობთ, გავარკვიოთ, სად და როდის შევძლებთ ფრენების აღდგენას. შეზღუდვები ხშირად იცვლება, რის გამოც ზოგჯერ ჩვენი განრიგის შეცვლა გვიწევს“, – აცხადებს ანდრაშ რადო.

Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ავიაბილეთების ფასზეც საუბრობს. „ჩვენ მაქსიმალურად მოქნილები ვართ და ვცდილობთ, მგზავრებს კვლავ დაბალი ფასი შევთავაზოთ. თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, აუცილებლად აღვადგენთ ფრენებს. ამასთან, ჩვენი სურვილია, დავაბრუნოთ კომპანიის ბაზა ქუთაისში. ამჟამინდელი მონაცემებით, ამას მომავალი წლის ზაფხულისთვის ვგეგმავთ. თუმცა, კვლავ დაწესებულ შეზღუდვებზე ვართ დამოკიდებული“, – განმარტავს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი.

შეგახსენებთ, Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა მიმდინარე წლის ივლისში დახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები