LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ჩვენს საშობაო ტრადიციებსა და ხუჭუჭა ნაძვის ხეზე -ჩიჩილაკზე წერს

928
79428046-432871064263728-8821689768866742272-n

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საშობაო ტრადიციებზე წერს. უფრო კონკრეტულად კი, ყურადღებას ჩიჩილაკზე ამახვილებს და მოგზაურებს საქართველოს ნახვას და ჩვენი ტრადიციების გაცნობას, სწორედ საშობაო პერიოდში ურჩევს.

„საქართველოში ტრადიციულ ნაძვის ხეს ჩიჩილაკი ეწოდება. ის მზადდება გამხმარი ხისგან, მაგალითად თხილის ან კაკლის ტოტებისგან“, – წერს Wizz Air და აღნიშნავს, რომ ჩიჩილაკის სიმაღლე 20 სანტიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდეც კი შეიძლება იყოს.

Wizz Air იმასაც ამბობს, რომ ჩიჩილაკის არსებობას საქართველოში ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვს – ამ გზით ქართველები თავს არიდებენ მწვანე ნაძვის მოჭრას და მის გამოყენებას დეკორაციული მიზნით.

ჩიჩილაკის დამზადების ვრცელ წესს რაც შეეხება, ის ასეთია: მოჭრიან მომცრო, გამხმარ ჯოხს. მოქნილობის შესამატებლად გაახურებენ ცეცხლზე და იწყებენ მის დამუშავებას. ჯერ კანს გააცლიან, გაასუფთავებენ, შემდეგ მახვილი დანით იწყებენ წვრილი უწყვეტი ბურბუშელის აცლას ისე, რომ ბურბუშელას თითქმის ჯოხის მეორე ბოლომდე გაიტანენ, შემდეგ აკეცავენ და ძირს დაუშვებენ. ასეთი წესით უამრავი ბურბუშელა აიჭრება ხოლმე და ჩიჩილაკის ღეროც თანდათანობით იფარება საფარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები