LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ფრენების განახლებას მაისიდან გეგმავს

424
wizz-air

უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air- ფრენების განახლებას მაისიდან გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”, Wizz Air-ის კორპაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კვლავ აღვადგენთ ჩვენს ბაზებს უმოკლეს ხანებში და კვლავ გავხსნით ზოგიერთ ჩვენს ბაზას 1-ელ მაისს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ჩვენი ბაზა აღვადგინოთ ადგილობრივი რეგულაციების გამო. ახლახან შევიტყვეთ, რომ საქართველო ინარჩუნებს შეზღუდვებს მაისის შუა რიცხვებამდე და გადავხედავთ, თუ როდის და როგორ შეგვეძლება აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისში.

მე ძალიან მოხარული ვარ და ყოველთვის ვხედავდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი საქართველოსთვის. ისეთ ლამაზ და სინტერესო ქვეყანას, როგორც საქართველოა, ბევრი რამ აქვს რასაც უცხოელების შესთავაზებს, ამიტომაც დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი უცხოელი იქნება საქართველოში ჩამოსვლით დაიტერესებული,” – აცხადებს Wizz Air-ის კორპაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები