LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-მა ბარგზე ტარიფები ისევ გაზარდა

b-e1542106839880

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა Wizz Priority-სა და ბარგის რეგისტრაციის ტარიფი გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია lowcostavia.com.ua-მ გუშინ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, პრიორიტეტული ჩასხდომის (Wizz Priority) სერვისის ფასი 5-დან 15 ევროს ფარგლებში იყო, ახალი სატარიფო გეგმით კი ფასი 5-დან 17 ევრომდე გაიზარდა. გაზრდილია 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის ტარიფიც. ცოტახნის წინ, Wizz Air-ზე 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის ტარიფი 7 დან 12 ევრომდე იყო, ახლა უკვე 9-დან 27 ევრომდეა ( აღსანიშნავია, რომ ფასი დამოკიდებულია მიმართულებაზე და თარიღზე).

ტარიფების ცვლილება ძალაში 2019 წლიდან შევიდა.

შეგახსენებთ, უნგრული ლოუკოსტერი” Wizz Air საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად Wizz Air ქუთაისიდან ახორციელებს ავიარეისებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით. ამასთან, იგეგმება კიდევ 10 ახალი მიმართულების დამატება, რაზეც მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და Wizz Air-ს შორის უკვე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები