LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-მა ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერობა პანდემიის პირობებშიც შეინარჩუნა

131
E405E85A-09D7-49A0-96D4-D9E81714A6B6-w1597-n-r1-st

გასულ წელს, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის მაჩვენებლები 2010 წლის იდენტურია. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც გასულ საავიაციო წელს აჯამებს და ავიაბაზრის ლიდერებზეც წერს.

როგორც სააგენტო იუწყება, პანდემიურ წელსაც, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Wizz Air იყო.  უნგრულმა ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზრის ლიდერის სტატუსი, პირველად, 2018 წლის მაჩვენებლებით მოიპოვა, 2019 წელს პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და COVID-19 პანდემიის პირობებშიც კი მოახერხა და 2020 წლის მაჩვენებლებით, ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ქართულ საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ის წილი 23 %-ია.

მეორე ადგილზეა თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines, რომელიც ბაზრის 12%-ის მფლობელია. რეიტინგში მესამე ადგილზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იმყოფება, ბაზრის 6%-იანი წილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები