LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ქუთაისიდან ფრენების აღდგენის შემდეგ, ბილეთების გაძვირებას არ გეგმავს

285
KfGZBtI9aT90

დაბალბიუჯეტიანი, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისიდან ფრენების განახლების შემდეგ, ავიაბილეთების გაძვირებას არ გეგმავს. საკითხზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ ისაუბრა.

„ველოდებით, რომ ფრენები ქუთაისიდან ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდება. თავდაპირველად მოთხოვნა იქნება გარკვეულ მიმართულებებზე, რათა მოხდეს ოჯახების წევრების მიმოსვლა, ან საქართველოდან მოქალაქეთა მგზავრობა ევროპულ ქვეყნებში, სამედიცინო, ან სამუშაოსთან დაკავშირებული მოგზაურობისთვის. ჩვენ უკვე განვიხილავთ იმ მიმართულებებს, რომელთა აღდგენა შეგვიძლია ქუთაისიდან. ველოდები, რომ ფასები იქნება დაბალი – ისეთივე, როგორც პანდემიამდე, რადგან Wizz Air დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ჩვენ ერთ-ერთმა ბოლომ შევაჩერეთ ფრენები და ვიქნებით ერთ-ერთი პირველი, რომელიც მათ აღადგენს“, – აღნიშნა Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

ანდრაშ რადო დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა არ დაუკარგავს და ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს ბევრი თავიდან აღმოაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები