LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს ამცირებს, საუბარია 19 მიმართულების გაუქმებაზე

319
70388239-2455412408061033-4091240594670616576-o

სავარაუდოდ პანდემიის გამო, Wizz Air ოპერირების გეგმებს ცვლის. როგორც სააგენტო www.aviation24.be წერს, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების შემცირებას განიხილავს, საუბარია 19 მიმართულებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მიმართულებებია: ნიცა, სტოკჰოლმი, ტურკუ, ჰერაკლიონი, კარსლრუე/ბადენ-ბადენი, ნიურბერგი, ვენეცია, პიზა, ნეაპოლი, ლონდონი (ლუტონი), კიოლნი, კოპენჰაგენი, ეინდჰოვენი, ბარსელონა, ბარი, პარიზი (ბოვე), ბრიუსელი (შარლერუა), ფრანქფურტი, ჰამბურგი.

ამავე სააგენტოს ცნობით, Wizz Air-ის სამი თვითმფრინავის ნაცვლად, ქუთაისის აეროპორტში 2 ხომალდი გააგრძელებს ბაზირებას. ამის გამო, ავიაკომანიამ ბოლო დღეების განმავლობაში ბილეთების დაჯავშნის სისტემიდან ქუთაისის მიმართულებაზე ბევრი მარშრუტი ამოიღო.

შეგახსენებთ, Wizz Air ქუთაისის აეროპორტში 5 თვითმფრინავის ბაზირებას და 12 ახალი მიმართულების გახსნას აანონსებდა. ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნული მარშრუტებიდან მხოლოდ პოზნანი დარჩა, ხოლო 11 მიმართულება ფრენების დაწყებამდევე გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები