LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლებია, პატიოსან არჩევნებს ელიოზივით ველით: ნანა გეგეჭკორი

53
1

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება.

გეგეჭკორი აფხაზეთიდან დევნილობას იხსენებს და უკან დაბრუნების მოლოდინზე წერს, მისი თქმით – “ელიოზივით ელოდნენ ცის გახსნას და ნატვრის ასრულებას”.

მისივე თქმით, უკვე წლებია საზოგადოება ელიოზივით ელის პატიოსან არჩევნებსაც:

“მიუხედავად იმისა, რომ დიდიხანი ვიცხოვრეთ ომში, აფხაზეთიდან გამოყრილები ვერ ვიჯერებდით, რაც ჩვენს თავს ხდებოდა.

უკვე ექიმობის წლებში ამოვხსენი ეს ფენომენი. ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი, denial ჰქვია ინგლისურად. მდგომარეობა, როცა ადამიანი ვერ იჯერებს, რომ ავადაა. პირველი, ორი, სამი წელი მუდმივად ველოდით დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. ცხადია, ეს მოლოდინი მართულიც იყო. ჭორი დაიყრებოდა, 17 ნოემბერს იქნება დაბრუნება… ჩაივლიდა 17 ნოემბერი, და მას 25 დეკემბერი ჩაანაცვლებდა. ასე გაგრძელდა წლები. ეს მოლოდინი მხარდაჭერილი იყო გაეროს ულევი რეზოლუციებით, ბუტროს გალის თუ ვინმე მორიგი მისტერ სმიტების ვიზიტებით და შეშფოთება-აღშფოთებებით.

ელიოზივით ველოდით ცის გახსნას და ნატვრის ასრულებას…

უკვე წლებია ელიოზივით ველით პატიოსან არჩევნებს…” – წერს “ფეისბუქში” ნანა გეგეჭკორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები