LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლების განმავლობაში უცნობებისგან საჩუქრად დატოვებულ ფულს ხალხი პოლიციაში აბრუნებდა – ქველმოქმედება ანონიმურად

307
112829

დიდ ბრიტანეთში, დარემის საგრაფოში 2014 წლიდან უცნობი პირები გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს ფულს უტოვებდნენ. როგორც BBC წერს, ყოველ ჯერზე შეკვრაში 2 600 დოლარი იყო ჩადებული. უცნობი პირები აღნიშნულ თანხას ყოველთვის თვალსაჩინო ადგილას ტოვებდნენ. თავად უცნობი ქველმოქმედები  ახლო-მახლოს იმალებოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ადრესატმა ფულს მიაგნო.

6 წლის განმავლობაში შეგროვებული თანხა, დაახლოებით 34 000 დოლარი ადგილობრივებმა პოლიციას ჩააბარეს. ბრიტანეთის კანონდებლობით, თუ ნაპოვნი ფულის პატრონი არ გამოჩნდება ან უარს ამბობს, უკან აღებაზე, მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ ფული მპოვნელს უბრუნდება. შესაბამისი ფულის ყველა შეკვრა პოლიციამ „მპოვნელებს“ დაუბრუნდა.

პოლიციამ ბლექჰოლის პატიოსან მცხოვრებლებს, რომლებსაც ყოველთვის მოჰქონდათ ფული პოლიციაში მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ გამოვრიცხეთ, რომ ფული უკავშირდება რამე კრიმინალურ საქმიანობას ან მოწყვლად ადამიანს –  განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლმა ჯონ ფოსტერმა.

პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ანონიმები უცბად გამდიდრდნენ და ფულის სოფლის მცხოვრებლებთან გაყოფა გადაწყვიტეს. გმირებმა სამართალდამცველებს ანონიმურობის შენარჩუნება სთხოვეს და ეს იმით ახსნეს, რომ ყურადღება და მადლიერება არ სჭირდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები