LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ჭრილში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრზე ნაკლები გამოდის, პაკეტები დაანგარიშების შედეგად მივიღეთ – კალაძე ტრანსპორტის აბონემენტებზე

206
BeFunky-collage (1)

კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1 თებერვლიდან მგზავრობის ერთიანი გადახდის სისტემის ღირებულების შესახებ კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას და ამბობს, რომ „წლის ჭრილში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრზე ნაკლები გამოდის“. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

რომელმა მთავრობამ გააკეთა და გადადგა ის ნაბიჯები ქალაქისთვის, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავაკეთეთ – კალაძე

„2017 წელს საუბარი დავიწყეთ, რომ სატრანსპორტო რეფორმა შედგება ბევრი კომპონენტისგან და ყველაფერს მივყვებით და თანმიმდევრულად გავაკეთებთ. რაც შეეხება აბონიმენტებს, რომელიც 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეის მდგომარეობით 35 ათასზე მეტი აბონიმენტია გაყიდული და ჭარბობს ერთ თვიანი და ერთ წლიანი პაკეტები. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე მეტად მოიხმარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

რაც შეეხება პაკეტებს, მათ ღირებულებას, ესეც დაანგარიშების შედეგად მივიღეთ. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა, საშუალოდ შეადგენდა 40-დან 43-ლარამდე. დღეს თვიური აბონიმენტი არის დაახლოებით 40 ლარი, დაახლოებით 80-ჯერ უწევდა ადამიანს გადახდა. ეს ყველაფერი რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ძალიან მარტივად ვნახავთ, რომ 50 თეთრზე დაბალი გამოდის ტარიფი ადამიანებისთვის, ვინც მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ასევე მინდა გითხრათ, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ სისტემაში არ იყო ჩართული მიკროავტობუსები, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 400 ათასი ადამიანი გადაადგილდება. ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს მიკროავტობუს და მეტროს. ამ ადამიანებს უწევდათ 80 თეთრის გადახდა მხოლოდ მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში. თუ ისინი იცვლიდნენ ტრანსპორტს, მაშინ გამოდიოდა 1, 30 ლარი, მხოლოდ ერთი მიმართულებით. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს შეღავათიანი ტარიფები – პენსიონერები, სტუდენტები, შშმ პირები, დაახლოებით 400 ათასზე მეტ ადამიანს აქვს შეღავათი – 10, 20 თეთრიანი და უფასო მგზავრობები. ეს ადამიანები წინა სისტემის შემთხვევაში, ამ შეღავათებს იყენებდნენ მხოლოდ მეტროსა და ავტობუსში. ამ ცვლილებებით ამ შეღავათებში შევიდა მიკროავტობუსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეიძლება ვიღაცამ გვითხრას – ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სადგური ვერ გაგიკეთებიათ, მაგრამ ჩემთვის მთავარია ადამიანების უსაფრთხოება – კალაძე ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები