ფიფამ და პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) 2015 წლის საუკეთესო 11-ეულის 55 ნომინანტის სია გამოაქვეყნეს.

70-მდე ქვეყნის 25 ათასი ფეხბურთელი ირჩევს წლის გუნდს, რომელშიც შედის: გოლკიპერი, 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 ფორვარდი.

2015 წლის გუნდს დაასახელებენ 11 იანვარს, “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალზე. ასევე დაასახელებენ წლის საუკეთესო მწვრთნელს, წლის საუკეთესო გოლის ავტორსა და ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელსა და მწვრთნელებს.

ყველაზე მეტი ნომინანტი მადრიდის „რეალს“ ჰყავს – 11, ერთით მეტი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მომგებ “ბარსელონას”. სულ ნომინანტები 14 კლუბს ჰყავს წარდგენილი. ყველაზე მეტი წარმომადგენელი პრემიერლიგის კლუბებიდანაა – 4, მერე მოდის ლა ლიგა – 3.

ორი კლუბითაა წარდგენილი ბუნდესლიგა, თითოთი – ლიგა 1, პორტუგალიის პრიმეირა, სერია A, ამერიკული MLS და არგენტინის ჩემპიონატი.

55 ნომინანტი 21 სხვადასხვა ქვეყნიდანაა. ყველაზე მეტი ფეხბურთელი ესპანელია – 11. 6-6 ფეხბურთელი ჰყავთ გერმანელებსა და ბრაზილიელებს, 4-4 – არგენტინასა და იტალიას.
წლის გუნდის ნომინანტები
მეკარეები (5): ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია), იკერ კასილიასი (რეალი/პორტუ, ესპანეთი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ესპანეთი), კეილორ ნავასი (რეალი, კოსტა რიკა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია).

მცველები (20): დავიდ ალაბა (ბაიერნი, ავსტრია), ჟორდი ალბა (ბარსელონა, ესპანეთი), ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი, გერმანია), დანიელ კარვახალი (რეალი, ესპანეთი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი, იტალია), დანი ალვეში (ბარსელონა, ბრაზილია), დავიდ ლუისი (პსჟ, ბრაზილია), დიეგო გოდინი (ატლეტიკო, ურუგვაი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი, გერმანია), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი, სერბეთი), ვენსან კომპანი (სიტი, ბელგია), ფილიპ ლამი (ბაიერნი, გერმანია), მარსელო (რეალი, ბრაზილია), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, არგენტინა), პეპე (რეალი, პორტუგალია), ჟერარდ პიკე (ბარსელონა, ესპანეთი), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), ჯონ ტერი (ჩელსი, ინგლისი), ტიაგო სილვა (პსჟ, ბრაზილია), რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთი).

ნახევარმცველები (15): ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, ესპანეთი), ჩაბი ალონსო (ბაიერნი, ესპანეთი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა, ესპანეთი), ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი), ტონი კროოსი (რეალი, გერმანია), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ანდრეა პირლო (იუვენტუსი/ნიუ იორკი, იტალია), პოლ პოგბა (იუვენტუსი, საფრანგეთი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, ხორვატია), ხამეს როდრიგესი (რეალი, კოლუმბია), დავიდ სილვა (სიტი, ესპანეთი), იაია ტურე (სიტი, კოტ დ’ივუარი), მარკო ვერატი (პსჟ, იტალია), არტურო ვიდალი (ბაიერნი, ჩილე).

თავდამსხმელები (15): სერხიო აგუერო (სიტი, არგენტინა), გარეთ ბეილი (რეალი, უელსი), ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), დუგლას კოშტა (ბაიერნი, ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია), ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია), არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია), უეინ რუნი (მანჩესტერი, ინგლისი), ალექსის სანჩესი (არსენალი, ჩილე), ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი), კარლოს ტევესი (ბოკა, არგენტინა).

მსგავსი თემები