LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის საუკეთესო კომპანიები, ბიზნესმენები და ინვესტორები საქართველოში 27 ნოემბერს დასახელდებიან

739
sauketeso kompaniebi

27 ნოემბერს,  20:30 საათზე,  მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნესრეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიოზულ, საზეიმო ცერემონიალს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართავენ.

წელსაც, ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.  რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ, ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური  ჟიური გამოავლენს.

2019 წელი ბიზნესრეიტინგის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი თარიღია და  წელს, საიუბილეო ღონისძიება პომპეზურად გაიმართება. წელს, უკვე მეოცედ იზეიმებს ბიზნეს ელიტა ამ ღირშესანიშნავ საღამოს. ფაქტია, რომ ბიზნესრეიტინგს წლებმა საერთაშორისო მასშტაბები შესძინა. ამ ხნის მანძილზე კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა ბიზნესარეალი და მონაწილეობის სურვილი, როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ სეგმენტში.

საიუბილეო წელს, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდება. ტრადიციულად, კრიტერიუმებისა და საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური ნომინაციები, რომლებიც, თავად ბიზნესმენისა და კომპანიის პოპულარიზაციას ემსახურება. ოც წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბიზნეს რეიტინგის ღირებულება შეუფასებელია, ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, რეპუტაციას  და აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად.

წელს, უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად  მედიაჰოლდინგი The Georgian Times-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდება. რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებს.

წელს, მე-20  საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის სპონსორები არიან:

  1. პეტროკასი – პლატინის სპონსორი
  2. არ ემ ჯი – ოქროს სპონსორი
  3. ზარაფხანა – ალმასის სპონსორი
  4. სოკარ ენერჯი ჯორჯია – გენერალური სპონსორი
  5. სენა ავტო – ვერცხლის სპონსორი
  6. ჯორჯიან პროდაქტს – სპონსორი

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნესრეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

წლების მანძილზე  ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

  1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე

  2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია

  3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე

  4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე

  5. GWS _ ლევან გაჩეჩილაძე

  6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

  7. შპს თბილავიამშენი – პანტიკო თორდია

  8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე

  9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი

  10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

  11. ჯეოსელი – ოსმან თურანი

  12. ჯეოსელი – ოსმან თურანი

  13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

  14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი

  15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური

  16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე

  17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი

  18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე

  19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეოთხედ დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები.  Investment Award  – კვლავ წლის საუკეთესო ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს გამოავლენს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

  1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
  2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი
  3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

წლების განმავლობაში ღონისძიების მხარდამჭერებია:

  • ქალაქ თბილისის მერია
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • საპარტნიორო ფონდი
  • ამერიკის სავაჭრო პალატა

ღონისძიების მედიამხარდამჭერია ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრი: 

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი

  2. იმედი

  3. რუსთვი 2

  4. ფორმულა

  5. ტვ პირველი

  6. პალიტრა ნიუსი

  7. ობიექტივი

  8. სტარვიზია

  9. მუზიკბოქსი

  10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა

  11. თბილისელები

  12. ჯორჯიან თაიმსი

  13. კავკასიან ბიზნეს ვიკი

  14. რეზონანასი

  15. პრაიმთაიმი

  16. ბანკები და ფინანსები

  17. სვობოდნაია გრუზია

  18. ვერსია

  19. საქართველოს რესპუბლიკა

  20. ქართული აზრი

  21. BM.ge

  22. Geotimes.ge

  23. Award.com.ge

  24. Kvira.ge

  25. Georgianpress.ge

  26. For.ge

  27. Liderinfo.ge

  28. NewsDay.ge

  29. Reportiori.ge

  30. Faxinternews.ge

  31. Metronome.ge

  32. Timer.ge

  33. Fact2.ge

  34. Firstnews.ge

დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

ტრადიციულად ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიებას ასევე მუდმივად ესწრება უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი, საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, ქართული კინოს, თეატრისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები