LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულაია: მთელი დღე რომ იტაქსაო იმდენს ვერ დაწვავ რამდენსაც მერია,სად მიაქვთ ამდენი საწვავი?!

103
gogia

ქუთაისის თვითმმართველ ორგანოებს საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია, რომელმაც საკითხი შეისწავლა და საკუთარი კალკულაციით გამოთვალა, რომ 11 თვეში ქუთაისის მერიამ 200 000 ლარის საწვავი დახარჯა.

წულაიას უკვირს, როგორ ახერხებენ ადგილობრივი მერიის თანამშრომლები დიდი რაოდენობით საწვავის ხარჯვას და იმასაც ამბობს, რომ “მთელი დღე, რომ იტაქსაონ, 200 000 ლარს მაინც ვერ დახარჯავენ”.

მან დღეს  ბრიფინგი ქუთაისის ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან გამართა და არსებულ სადაო საკითხზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ამ ფონზე, მერია ათასობით ლარის საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს .

გოგი წულაია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, დაინტერესდეს საქართველოს ქალაქებში არსებული პრობლემებით და კონკრეტულად, თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელებით.

“სპეციალურად მოვედი აქ, რადგან მეჩვენებინა, როგორ ცხოვროვენ ადამიანები და ამ ფონზე, რა ოდენობის საწვავს ხარჯავს მერია. მთელი დღე, რომ იტაქსაო ამ ოდენობის საწვავს ვერ დახარჯავ და საინტერესოა, სად მიაქვთ?

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ნუ უკვირს, მოქალაქეები, რომ აგინებენ, დაინტერესდეს, როგორ მუშაობენ მერები და მიხვდება, რატომ არის ასეთი განწყობები,”- განაცხადა გოგი წულაიამ.

წულაია იმასაც აღნიშნავს, რომ მერიის გარდა დიდი რაოდენობით საწვავს, საკრებულო და აიპებიც მოიხმარენ.

გოგი წულაია ქუთაისის მერს: „ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი, ყოველთვის ბიუჯეტის ფულებით რომ ჭამ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები