LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულებულია, ჩემი ნათქვამი არ შეისმინა

80
wulukiani melia

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი დღეს დასრულებულია.

წულუკანის თქმით, ის საჯარო განცხადებებით ნიკა მელიას ურჩევდა, რომ საჭირო იყო კანონმორჩილება, რათა პოლიტიკოსად შემდგარიყო, თუმცა მან არ შეისმინა.

„არაერთხელ, მის დაკავებამდე და პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და გავაკეთე განცხადებები, რადგან ის ამას შეისმენდა, ვინაიდან, როგორც ვიცი, და ეს კარგად მომეხსენება, ყველა საკანში არის წვდომა ტელევიზიაზე, მას ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, როცა მე ვიყავი მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მერეც ჰქონდა. ამიტომ ის უსმენდა, მაგრამ არ შეისმინა.

მე ვამბობდი ერთ რამეს, რომ საჭიროა გირაოს გადახდა, საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე. მან ეს ვერ მოისმინა, ეს არ შეისმინა.

სამწუხაროდ, ალბათ, არ გაიგო სხვა რჩევებიც კეთილი ადამიანების, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. შესაბამისად, დღეს, სამწუხაროდ, ის არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ თქვენ რომ მეკითხებით, რას ფიქრობთ, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მეასეხარისხოვანი, რადგან ჩვენ უკვე წარსულის ახალგაზრდა პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ“. – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა.

9 ივნისს ნიკა მელია პირველად გამოვიდა სიტყვით მე-10 მოწვევის პარლამენტში. რომელსაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები