LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანისგან დატუქსვა მოისმინა, არავინ იფიქროს, რომ ეს ღირსებას მატებს საქართველოს პროდასავლულ კურსს: ხათუნა ლაგაზიძე ჰარცელისა და წულუკიანის შეხვედრაზე

112
BeFunky-collage (1)

„პარლამენტის ღია კარი“ – ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა? – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ “მანდატების არგაუქმება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ხელისუფლებისათვის, იმისთვის, რომ დემოლარიზაცია, არეულობა და ურთიერთდაპირისპირება შეიტანოს ოპოზიციის რიგებში”, ხოლო პარლაენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ორიენტირებული ოპოზიცია ვეღარ ახერხებს კონცენტრირებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორისაა საგარეო პოლიტიკა და საფრთხეები.

პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება” არ დათანხმდება.

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდება, არარეალურია, “მით უფრო მაშინ, როდესაც უცნაურად ლოიალურები არიან დასავლეთის ელჩები”. 

ამ კონტექსტში ლაგაზიძემ კარლ ჰარცელისა და თეა წულუკიანის დღევანდელი შეხვედრა შეაფასა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის – წულუკიანი ჰარცელის კომენტარზე

“მიკვირს, რომ ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არის მხოლოდ ის, რომ მთავარია სტაბილურობა.  ის, რომ დღეს ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს გამოძახილზე, ერთ-ერთი რიგითი დეპუტატის დაწერილ სტატუსის შემდეგ ხვდება პარლამენტში, ჩემთვის სრულიად აუხსნელია. სხვა თუ არაფერი ღირსების საკითხია და თან ეახლა, რისთვის? დასატუქსად. მოისმინა წულუკიანისგან დატუქსვა და ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე და მის წარმომადგენელზე. არავინ იფიქროს, რომ ეს ღირსებას მატებს საქართველოს პროდასავლულ კურსს. მათ შორის თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას ოზიციურ ამორჩეველში. არადა დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ-ი დღეს არის ერთადერთი ღერძი საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისა,  დღეს ყველაზე მძიმე ვითარება გახლავთ იმ კუთხით, რომ არეულია პრიორიტეტებიც, ღირებულებებიც, ფასეულობებიც და ღირსებაზე წარმოდგენებიც“. – განაცხადა პოლიტოლოგმა.

„ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ასევე შეაფასა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება მანდატების არგაუქმებასთან დაკავშირებით და გამოეხმაურა პარლამენტის მიერ არჩევნებისას დაშვებული დარღვევების გამოძიების საკითხს.

იხილეთ ვრცლად:

„პარლამენტის ღია კარი“ – ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა? – „ოცნებისგან“ ოპოზიცია არარეალურ ნაბიჯს ელოდება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები