LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუთიერი დუმილი ორბელიანების სასახლეში – პრეზიდენტი მიხვდა

94
drgbdghng

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც ეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს და  შეხვედრების ფორმატში ჩატარდება.

ადმინისტრაციის ცნობით, სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას.

სალომე ზურაბიშვილმა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გუშინ საღამოსვე გამოთქვა.

“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

 

“მე ხალხს ვუყვარვარ: სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა ყველგან ვივლი, სალობიეშიც ვივლი” – სალომე ზურაბიშვილი

ძნელი სათქმელია მიხვდა თუ უთხრეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან წუთებში ქვეყნის პირველი პირის განცხადება განსაკუთრებულია და მით უმეტეს მისი მხარდაჭერა, ეს საკამათო თემაც კი არ არის. გასაკვირი არ იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი საქციელი, რომ არა რამდენიმე ფაქტი, რითაც მან ქართველ ხალხს თავი დაამახსოვრა. მაგალითისთვის “სალობიეც” საკმარისია, რადგან სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იმ დროს მიირთმევვდა ლობიანებს ერთ მოკრძალებულ სალობიეში, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებვა მოხდა, რამდენიმე მონაწილე დააკავეს და აქცია ძალით, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მანამდე პრეზიდენტის ერთადერთი კომენტარი რაც გაკეთდა იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეგობრის ფეისბუქ პოსტზე, სადაც პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციაზე იყო საუბარი, დაწერა “უნდათ და რა ქნან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები