LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვეულება ვერსალში – 600-ზე მეტმა სტუმარმა მე-18 საუკუნის მოდა გააცოცხლა (ფოტოები)

7265
ვერსალი 1

ყოველწლიურმა წვეულებამ ვერსალში მთელი მსოფლიოდან 630 სტუმარს უმასპინძლა. მათ წუხელ ღამით მე-18 საუკუნეში გადაინაცვლეს და სამეფო კარის მოდური ტანსაცმელი მოირგეს.

სტუმრებმა წვეულებაზე დასაწრებად 150-დან 510 ევრომდე გადაიხადეს. წელს “სამეფო მიღებას” “მარია ანტუანეტა და მოდა” დაარქვეს. სტუმრებს ბაროკოს ცეკვის გაკვეთილები შესთავაზეს, დედოფლის დარბაზში კი მათთვის დახურული კონცერტი გაიმართა.

საღამოს ფინალი ასეთი იყო – გრანდიოზული დახურული ბალი და ვერსალის სასახლის ეზოში ულამაზესი ფოიერვერკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები