LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, სეტყვა-ელჭექი და ზღვაზე ღელვა – ხვალიდან ამინდი გაუარესდება

178
შავი ზღვა

ხვალ, 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობსა და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ამასთან, შესაძლოა ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა აღინიშნოს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები