LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალი ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლოა, წყლის ბოთლი მუდამ თან მაქვს – 52 წლის ჯენიფერ ენისტონი გასაოცარ ფორმაშია

773
jeniferaniston

გუშინ ჯენიფერ ენისტონი ჯიმი ქიმელის შოუში სტუმრად იმყოფებოდა. გადაცემაში ის ულამაზესი მბზინავი შავი კაბით გამოჩნდა. ცოტა უფრო ადრე კი, მსახიობის გადაღება პაპარაცებმა მოახერხეს. ენისტონი ფოტოგრაფებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ის ქიმელის გადაცემაში მიემართებოდა. მას ულამაზესი საზაფხულო სარაფანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. 52 წლის მსახიობს ხელში წყლის ბოთლი ეჭირა და ჭრელი პირბადე ეკეთა.

ჯენიფერ ენისტონი ხშირად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ის ამბობს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო წყალშია, მას მუდმივად თან დააქვს წყლით სავსე ბოთლი და დღის მანძილზე ტონუსს სწორედ წყლის დახმარებით ინარჩუნებს.

„წყალი ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლოა, წყლის ბოთლი მუდამ თან მაქვს“- ამბობს მსახიობი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები