LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი გაიხსნა

174
Untitled

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, წყალტუბოშიგანახლებული ბალნეოლოგიური კურორტი ოფიციალურად გაიხსნა.

72 ნომრიანი კომპლექსი ერთერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში და მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე წყალტუბოს, როგორც უნიკალური, ბუნებრივი რესურსების მქონე დასასვენებელი კურორტის პოზიციონირებაა.

კომპლექსი რესტორანსსაკონფერენციო სივრცეს და გამაჯანსაღებელსარეაბილიტაციო ცენტრს მოიცავს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ, როგორც სამედიცინო, სამკურნალო პროცედურები, ასევე, ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.

სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 9 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 170 სამუშაო ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები