LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთი = პუნტა კანა: „მაგდანას ლურჯას მეზობლად იგივე თანხა მომთხოვეს“: რატომ ღირს საქართველოში დასვენება ძვირი

292
ფასები 22

საქართველოში შიდატურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა. პრემიერმა ყველას მოგვიწოდა, საქართველო უკეთ გავიცნოთ. ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, რომელიც არ გვინახავს და ეს უბრალოდ სირცხვილია, აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტმა შიდატურიზმის ხლშეწყობისთვის პირადად დაიწყო მოგზაურობა.

ვიდეო: „აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო“ – პრეზიდენტმა შიდამოგზაურობა დაიწყო

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი შიდამოგზაურობას აგრძელებს

დღე მესამე: სალომე ზურაბიშვილმა ქაჯეთის ციხე მოინახულა

 

აშკარაა, წელს ბევრი ვერ შეძლებს საზღვარგარეთ სასურველი ადგილების მონახულებას. პანდემიის გამო ბევრი ქვეყანა ტურისტების მიღებაზე უარს ამბობ.

თუმცა, დამსვენებლები მეორე უკიდურესობს წინაშე აღმოვჩნდით. 

დასვენების სეზონი ჯერ აქტიურად არვ დაწყებულა და ბინებზე ფასებმა უკვე მოიმატა. 

წყნეთში ბინებს ისეთივე ფასი აქვს, როგორც დომენიკის ზღაპრულ კურორტებზე. 

სოციალურ ქსელში ყოფილმა ტელეწამყვანმა თეა გვასალიამ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წყნეთში შეთავაზებულ ფასზე წერს. აღმოჩნდა, რომ ფასები დომენიკის რესპუბლიკის ფასებს არ ჩამოუვარდება. სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, არცაა გასაკვირი. ბევრი წელს საქაღთველოში დასვენებას გეგმავს. ფასები კი აშკარაა, მაღალია.

გთავაზობთ თეა გვასალიას სტატუსს, რომელიც ზაფხულის მხიარულად გატარების იმედს დაგვიკარგავს.

,,პუნტა კანა ვისაც გაგიგიათ, ისიც გეცოდინებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული საცხოვრებელი ადგილია.

ჰოდა, ამ სამოთხეში, 800 კვადრატული სახლი, ხედით ოკეანეზე, რვა საძინებლით, ყველა მათგანს რომ ვერანდა და საკუთარი სააბაზანო აქვს, უზარმაზარი ეზოთი, სადაც 2 აუზი, ერთი დიდი ჯაკუზი და ჩოგბურთის კორტებია, ღობის ერთ მხარეს რომ მაიკლ ჯორდანის ვილაა და მეორე მხრიდან ხულიო იგლესიასი ღიღინებს, თვეში 5 000 დოლარად ქირავდება და წყნეთში, მაგდანას ლურჯას მეზობლად, მჟავანაძის დროს აშენებულ აგარაკში 2 თვეში იგივე თანხა მომთხოვეს”, – წერს თეა გვასალია და იმ სახლის ფოტოს აქვეყნეს, რომელშიც ასტრონომიური თანხა შესთავაზეს.

სტატუსის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ვინც საქართველოს კურორტების ფასები გადაათვალიერა, უკვე დარწუნდა იმაში, რომ საქართვლოში ახალი ადგილების აღმოჩენა, წელს ძალიან ძვირი სიამოვნება იქნება. რატომ ღირს საქართველოში დასვენება  ძვირი? ეს კითხვა ალბათ კიდევ დიდხანს პასუხგაუცემელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები